2021 წელი კარგი ამბით დაიწყო. გავხდი წამყვანი მასწავლებელი, რაც ძალიან მახარებს.მადლობა ყველა ჩემს მოსწავლეს და კოლეგას გვერდში დგომისთვის.
მასწავლებლის პორტფოლიო (მაკა ეღიკაშვილი)
თბილისის 158 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
Saturday, January 16, 2021
Tuesday, April 18, 2017
მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია
ჩემს კოლეგებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება პორტფოლიოს გაკეთების შესახებ. გავაკეთე პრეზენტაცია power point-ის დახმარებით და ნიმუშისთვის ვაჩვენე ჩემს მიერ გაკეთებული საქაღალდე პორტფოლიო და ასევე ელექტრონული პორტფოლიო.
Wednesday, March 8, 2017
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი
ახალი 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში გეოგრაფიის მასწავლებელთან ზემფირა ჯმუხაძესთან ერთად მე-11 კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი "მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილის" ფარგლებში. გაკვეთილის თემა იყო გენდერული თანასწორობა. გაკვეთილზე ვისაუბრეთ გენდერზე, ქალთა უფლებებზე, ვნახეთ მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ვიდეო მიმართვები ამ საკითხთან დაკავშირებით. რუკაზე მოვნიშნეთ ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტად არის დარღვეული ქალების უფლებები.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და დახატეს გენდერული თანასწორობის ამსახველი ლოგოები.შეავსეს კითხვარები დამიღებული შედეგები მოვნიშნეთმსოფლიოს ელექტრონულ რუკაზე, რითიც დავაფიქსირეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გენდერული თანასწორობის საკითხში. გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული გამოვიდა.


![]() |
Add caption |
Sunday, May 1, 2016
სტუმრად ოპერის თეატრში
დიდი ხანია მინდოდა ჩემი მოსწავლეების წაყვანა ოპერის თეატრში და მათთვის ამ ჯადოსნური სამყაროს გაცნობა, თუმცა იქ არსებული სარემონტო სამუშაოები ამის შესაძლებლობას არ მაძლევდა. მაგრამ ახალი ოპერის გახსნამ მოგვცა საშუალება შეგვებიჯებინა ამ ლამაზ გარემოში. სპეციალური ტურის მეშვეობით, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის დავათვალიერეთ ოპერა და გავეცანით ძალიან საინტერესო ფაქტს და ადამიანების ისტორიებს.
გაგვიმართლა და დავესწარით "რექვიემის" რეპეტიციას
მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ ოპერის სილამაზით და გამოთქვეს სურვილი დაესწრონ რომელიმე სპექტაკლს უახლოეს მომავალში.იმედი მაქვს ის ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
ექსკურსია საქართველოს პარლამენტში
ჩემი კლასი წავიყვანე საქართველოს პარლამენტში და დავათვალიერეთ 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.
Friday, January 8, 2016
ინტელის ტრენინგი
ოქტომბრის თვეში გავიარე ინტელის ტრენინგის სრული კურსი. დასრულებიდან მცირე დროში მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადდა სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიოს კონკურსი.ჩემი ტრენერის ნინო კაჟაშვილის თხოვნით მეც მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და აღმოვჩნდი პრიზიორებს შორის. მასწავლებლის სახლში გამართულ კონფერენციაზე გადმომეცა სერტიფიკატი და პრიზი-მეხსიერების ბარათი.დიდი მადლობა ტრენერს, მასწავლებლის სახლს და პროექტის ავტორებს.ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
Subscribe to:
Posts (Atom)