23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე. ბავშვებმა ერთმანეთი წიგნებით დაასაჩუქრეს
21 მარტი-დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ძველი და უკვე ახალი თაობის მიერ აღნიშნული დღე.
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
ჩვენი უშუალო
კავშირი ამ საკითხთან დაიწყო რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ერთმა ერთი შეხედვით
უბრალო ხუმრობამ „გვაიძულა“ კონკრეტული ზომები მიგვეღო. შესვენებაზე ორი მეთერთმეტე
კლასელი ბიჭი ხუმრობით ეჭიდავებოდა ერთმანეთს, ხუმრობამ სერიოზული ხასიათი მიიღო
და ერთ-ერთმა ბიჭმა მეორეს უთხრა :“ თავი
დამანებე შე დაუნო“. ამ ინციდენტმა დამაფიქრა იმაზე , რომ მოსწავლეების
ინფორმირებულობა საკმაოდ დაბალ დონეზეა . მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს
დაუნის სინდრომი და რა კონტექსტში უნდა გამოიყენოს ეს სიტყვა. გადავწყვიტეთ გვემუშავა ამ კუთხით და გაგვეკეთებინა სასკოლო პროექტი დაუნის
სინდრომის შესახებ რათა აგვემაღლება ჩვენი სკოლის მოსწავლეების ცნობიერება.
·
პირველ რიგში
კლასში ჩავატარეთ გამოკითხვა იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა რას ნიშნავდა სიტყვა
„დაუნი“. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიაში მათ ნასწავლი ჰქონდათ ამ სინდრომის
შესახებ , ბევრმა მათგანმა არ იცოდა რას ნიშნავს ეს.
·
იმისათვის, რომ
მათთვის ინფორმაციის მიწოდება უფრო საინტერესო ყოფილიყო, გადავწყვიტეთ არაფორმალური
განათლების ფარგლებში ჩატარებულიყო სატელევიზიო შოუ „ექიმების“-ს ანალოგი , სადაც
მთავარი თემა იქნებოდა დაუნის სინდრომი. ღონისძიებისთვის მზადების პროცესში
მოსწავლეებმა თავად მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე,
თანმდევ დაავადებებზე, ამ სინდრომის სიმბოლო ჭრელ წინდებზე და გაიგეს ძალიან ბევრი
ახალი და მათთვის საინტერესო საკითხი.
·
მიღებული ინფორმაციის
შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი შეხვედროდნენ დაუნის სინდრომის მქონე
ბავშვებს, ამიტომ 10 კლასის მოსწავლეები
დამრიგებლის ხელმძღვანელობით წავიდნენ
ორგანიზაცია „მზის შვილებში“, სადაც დღის განმავლობაში იკრიბებიან დაუნის
სინდრომის მქონე ბავშვები.ამ ცენტრში მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები,
ლოგოპედები, მასწავლებლები . ატარებენ
სხვადასხვა ღონისძიებებს და ძალიან აქტიურად არიან ინტეგრირებულნი
საზოგადოებაში.მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ
სტუმრობას. წინასწარ შეიმუშავეს გეგმა, რა აქტივობებით შეიძლებოდა ამ ბავშვების
ინტეგრაცია. ბავშვებს წამოღებული ჰქონდათ ხელნაკეთი თოჯინები, რომლითაც გამართეს
წარმოდგენა და მასპინძელი ბავშვებიც ჩართეს ამ სპექტაკლში. მათთან ერთად ითამაშეს
მხიარული სტარტები და ლოტო. იქ არსებული გარემო იმდენად არა ჩვეულებრივი იყო, რომ
თითოეული მოსწავლე დადებითად დამუხტული და ემოციურად გულაჩუყებული წამოვიდა . მათ
თავად ნახეს რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ისეთივე თბილები, ემოციურები და მხიარულები არიან ,
როგორც „ნორმალური“ ბავშვები.“ ამ ბავშვებთან ვაგრძელებთ ურთიერთობას
დღესაც,პერიოდულად ვეწრებით სხვადასხვა აქტივობებს და ახლა უკვე ონლაინ ვერთვებით
ახალ თაობასთან ერთად.
·
ამ სტუმრობის
შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგნენ ღონისძიებისთვის მზადებას. პრეზენტაციის დღედ დაინიშნა 21 მარტი-დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ერთ-ერთი საკლასო ოთახი
მოვაწყეთ ღონისძიებისთის საჭირო ინვენტარით, რისთვისაც გამოვიყენეთ ექიმის
კაბინეტში არსებული რესურსი და ასევე ბიოლოგიის კაბინეტში შენახული მულაჟები და
თვალსაჩინოებები.
·
ფორმატის შესაბამისად
მონაწილეობდა ოთხი მოსწავლე :სამი ბიჭი და ერთი გოგონა. ყველა მოსწავლეს ეცვა
ექიმის თეთრი ხალათი.ერთი მოსწავლე იყო სპეციალური სტუმრის რანგში, რომელმაც
დამსწრე საზოგადოებას უფრო კონკრეტულად თვალსაჩინოებების გამოყენებით აუხსნა რას
ნიშნავს დაუნის სინდრომი და რა იწვევს მას. ღონისძიებაში გვყავდა მოწვეული სკოლის
ექიმი, რომელმაც ძალიან ამომწურავად და კომპეტენტურად გასცა პასუხი ყველა იმ
შეკითხვას , რაც მოსწავლეებს აინტერესებდათ.
·
გამოვიყენეთ ის
ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც გადავიღეთ
„მზის შვილებში“ ყოფნის დროს, რამაც ძალიან ემოციურად იმოქმედა დამსწრე
საზოგადოებაზე.
პროექტის შემდეგ მოსწავლეებში განვითარდა
თანამშრომლობითი უნარი,ამაღლდა მათი ცნობიერება. ისინი გახდნენ უფორ
ტოლერანტულები, ემპათიურები,პოზიტიურად განწყობილები .ამის მტკიცებულებად შემიძლია
მოვიყვანო მაგალითი. ამჟამად გვყავს სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლე,
რომელიც აბსოლუტურად არის ინიტეგრირებული სასკოლო საზოგადოებაში და მოსწავლეების
დამოკიდებულება მის მიმართ არის საოცრად პოზიტიური და ემპათიური.
პროექტის შემდეგ საგრძნობი გახდა ის
ცვლილება, რაც მოიტანა ამ პროექტმა, ამჟამად გვყავს სკოლაში დაუნის სინდრომის
მქონე მოსწავლე და ბავშვების დამოკიდებულება მის მიმართ არის საოცრად პოზიტიური,
თბილი და მეგობრული. ისინი ხვდებიან ამ მოსწავლეს მაღალი ტოლერანტობით .ვფიქრობ ამ პროექტმა აამაღლა სასკოლო კულტურა
სკოლაში.
პროექტის განხორციელების პროცესში იყო გამოწვევებიც,
რომელსაც მეტ-ნაკლებად გავართვით თავი. იყო ინერტული და ნეგატიური დამოკიდებულება
მშობლების მხრიდან ამ საკითხთან მიმართებაში,თუმცა მიღებულმა შედეგმა ამ
მშობლებსაც შეაცვლევინა აზრი.
No comments:
Post a Comment