"ჭიანჭველას და კალიას სასამართლო"
პროფესიული კვლევის პროცესში ჩავატარე სპექტაკლი სახელწოდებით "ჭიანჭველას და კალიას სასამართლო"სადაც, მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლები და გაითამაშეს სასამართლოს სცენა.
" ყველაზე ჭკვიანი"
უცხო ენის კვირეულის ფარგლებში ჩავატარეთ ინტელექტუალური ღონისძიება ინგლისურად "ყველაზე ჭკვიანი", სადაც მეხუთე კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
"მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო"
მეხუთე კლასში ჩავატარე ღონისძიება "მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო", სადაც ბავშვებმა ვირტუალურად იმოგზაურეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გააცოცხლეს ამ ქვეყნების ტრადიციები და კულტურა, ისაუბრეს ინგლისურად, იცეკვეს და იმღერეს. ვფიქრობ ღონისძიება საკმაოდ ლამაზი და სახალისო გამოვიდა.
"ტყის ზღაპარი"
წინა საახალწლოდ მეორე კლასში ჩავატარე ღონისძიება ინგლისურ ენაზე "ტყის ზღაპარი", სადაც ბავშვებმა საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოაჩინეს თავი. მათ მოირგეს ტყის სხვადასხვა ბინადრების როლები და ძალიან მხიარულად , ლამაზად და სასიამოვნოდ წარმოადგინეს ღონისძიება. გასაფორმებლად გამოვიყენე ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები.

" ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
- მესამე კლასში დავდგი სპექტაკლი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა". კლასში არის 23 მოსწავლე. მათ შორის ერთი სსსმ . ყველა მოსწავლე ჩართული იყო სპექტაკლში მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები.
- სპექტაკლის სურათები
No comments:
Post a Comment