პროექტები

                                           

                                არ დაჩაგრო, იმეგობრე

               ბულინგი რომ ჩაგვრას და ძალადობას ნიშნავს ეს თეორიულად უკვე ყველამ იცის , დიდმა თუ პატარამ. თუმცა ძალიან ნაკლებად გვხვდება სკოლაში ისეთი მოსწავლეები ვისაც გაანალიზებული და გათვითცნობიერებული აქვს ამ სიტყვის არსი , მნიშვნელობა და ის ზიანი რაც მოყვება მას.

მეხუთე კლასის დამრიგებელი ვარ. 17 სექტემბერს  გავიცანით ერთმანეთი და ჩავიბარე კლასი, რომელიც საკმაოდ „კარგ“ კლასად ითვლებოდა მანამდე. თუმცა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში აღმოვაჩინე  რომ კლასში არის საკმაოდ ბევრი პრობლემა და მათ შორის ყველაზე მწვავე ბულინგი. სულ 16 მოსწავლეა კლასში, ამიტომ ადვილია დაინახო და შეამჩნიო ყველაზე მცირე დეტალიც კი.

 ყველაზე მეტად გამაოცა იმ ფაქტმა , რომ ბავშვები ძალიან ადვილად ტკენენ გულს ერთმანეთს. ისინი არც კი ცდილობენ დამალონ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება თანაკლასელების მიმართ და ყოველგვარი ტაქტის და მორიდების გარეშე აგრძნობინებენ ერთმანეთს, რომ ის ზედმეტია, არასასურველია. უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ფრაზები, „მე მის გვერდზე არ დავჯდები, ბეგემოტს გავხარ, მას ის ბრუციანია და წინ დასვით, ბებიამისი ძველმოდურია- რა ამბავია ამდენჯერ დარეკვა.“

მივხვდი რომ სერიოზული სამუშაო მქონდა ჩასატარებელი ამ მიმართულებით, გადავწყვიტე დამეგეგმა კვირეული  და  სხვადასხვა ტიპის აქტივობებით მიმეღწია დასახული მიზნისთვის. მიზანი კი ერთი იყო- ამემაღლებინა მოსწავლეთა ცნობიერება და გამეღვიძებინა მათში თანაგრძნობის და ტოლერანტობის გრძნობა.

კვირეულის აქტივობები:

·         დავსვი შეკითხვა: რა არის ბულინგი? ბავშვებმა საკუთარი მოსაზრება  ჩამოწერეს პატარა ფურცლებზე , რომელიც გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილზე.

·         ვნახეთ ფილმი „ საოცრება“, ვიმსჯელეთ მის შესახებ. დავავალე დაეწერათ ფილმის შესახებ, გამოეხატათ აზრი, რა მოეწონათ რა არ მოეწონათ.

·         მოსწავლეებს ვთხოვე ეცადათ დაეწერათ ლექსი ბულინგის თემაზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.გამოიკვეთა საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვები

·         შემდეგი შეხვედრისას ვითამაშეთ თამაში „ფერადი სტიკერებით“, ასევე „ნაოჭებიანი ვანდა“  და განვახორციელეთ აქტივობა კბილის პასტით.

·         გადავწყვიტეთ დაგვედო ფიცი , რომ არასოდეს გამოვიყენებთ ჩვენს ხელებს დასარტყმელად, არ ვატკენთ გულს ადამიანებს და ყოველთვის  დავეხმარებით გასაჭირში მყოფ ადამიანებს.ეს ყველაფერი აღვბეჭდეთ ფორმატზე და საკუთარი ხელის ანაბეჭდებით დავადასტურეთ თანხმობა.

·         შევიმუშავეთ ბულინგის პრევენციის 10 მცნება ჩამოვწერეთ პლაკატზე და გავაკარით კლასში თვალსაჩინო ადგილას.

·         მოსწავლეებს შევავსებინე ჩეკლისტი საკუთარი თავის , შესაძლებლობების და წარმატებების შესახებ.

·         ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები, სადაც მოვუწოდებთ ბავშვებს, არ განახორციელონ ბულინგი სხვა ბავშვების მიმართ.

·         საბოლოოდ გადავიღეთ მცირე ზომის კლიპი, სადაც შევეცადეთ აგვეღწერა სკოლებში არსებული რეალობა

·         კლიპის შემდეგ მასში მონაწილე ბავშვებმა ისაუბრეს იმ ემოციებზე , რაც დაეუფლათ  გადაღების მომენტში, როგორ იგრძნეს თავი დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟების განსახიერების დროს.

 იმედს ვიტოვებ , რომ ჩემს მიერ გაწეული შრომა უკვალოდ არ ჩაივლის. და თუ ძირიანად ვერ აღმოვფხვრი ამ პრობლემას კლასში,  ამ კვირეული შემდეგ ადვილად მაინც აღარ ატკენენ გულს ერთმანეთს და ჯერ კარგად დაფიქრდებიან სანამ რაიმე ნეგატიურს იტყვიან.  მე ამის მჯერა.

 

















ძალადობა ქალზე

მეათე კლასში განვახორციელეთ ინტელის პროექტი "ძალადობა ქალზე". მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ამ პროექტში თემის აქტუალობიდან გამომდინარე. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს დავურიგე ბროშურა, რომ მიმეპყრო მათი ყურადღება და დამეინტერესებინა.




 პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ვაჩვენე ფილმი "სორაიას ჩაქოლვა", რომლიც თემატურად ძალიან ახლოს იყო პროექტის შინაარსთან.


გავაცანი იმ წიგნების ჩამონათვალი  რომელიც ძალიან დაეხმარებოდა მათ პროექტზე მუშაობის პროცესში.





















მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს სკოლის ფსიქოლოგისგან. ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა და შეგროვებული მასალის პრეზენტაცია გააკეთეს კლასში.











სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაკა ეღიკაშვილი
რაიონი
ვაკე-საბურთალო
სკოლა
158 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ძალადობა ქალზე
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქალის როლის შესახებ ევროპულ ქვეყნებსა და აზიაში კონკრეტული მაგალითების განხილვით. გაეცნობიან სტატისტიკას ქალებზე ძალადობის შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობაში. მოიძიებენ ინფორმაციას გენდერულ ბალანსთან არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში.
საგანი
ინგლისური
დონე/კლასი  
საშუალო,   X კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
6 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ..VI.20.მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

·         უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა);
·         აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);

უცხ..VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

·         გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
·          მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;


უცხ..VI.19.მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ.

·         იღებს ინტერვიუებს განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე თანატოლებისაგან; მათთან თანამშრომლობით ამზადებს პრეზენტაციას განსხვავებულ საოჯახო ტრადიციებზე, დღესასწაულებზე, ზნე-ჩვეულებზე, აღმსარებლობაზე და სხვა;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         მოსწავლეები ნახავენ მხატვრულ ფილმს და იმსჯელებენ ხსენებულ პრობლემაზე
·         მოსწავლეები წაიკითხავენ მხატვრული ჟანრის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს, სადაც აღწერილია ქალების თვალით დანახული ტრადიციები აზიის ქვეყნებში.
·         მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს განსხვავებული რელიგიის მქონე თანაკლასელისგან მათი ჩვეულებებისა და ტრადიციის შესახებ და შეადარებენ ქართულ ტრადიციებს
·         მოსწავლეები მოიძიებენ სტატისტიკას ქალზე ძალადობის შესახებ საქართველოში და წარმოადგენენ ინფორმაციას გრაფიკების სახით.
·         მოსწავლეები გაესაუბრებიან სკოლის ფსიქოლოგს, გააკეთებენ უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერს და რეზიუმეს სახით წარუდგენენ აუდიტორიას.
·         მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობაში და შედეგებს წარმოადგენენ გრაფიკის სახით.
·         მოსწავლეები მოიფიქრებენ რისი გაკეთება შეიძლება ამ პრობლემის პრევენციის მიზნით.
·         მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ გაზეთს, ან ბუკლეტს სადაც წარმოადგენენ საკუთარი აზრის დემონსტრაციას , გააკეთებენ  ფლაერებს და გაავრცელებენ სკოლაში.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

·         რა იწვევს ძალადობას?
·         რატომ იყენებს მამაკაცი ფიზიკურ ძალას ქალის წინააღმდეგ?
·         როგორია გენდერული ბალანსი ევროპასა და აზიაში?
·         როგორი სახის ძალადობა არსებობს?
·         ვინ უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს?
·         რას ნიშნავს ფემინიზმი?
თემატური კითხვები

შინაარსობრივი კითხვები


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში

ვიცი,მინდა ვიცოდე

თანატოლთა უკუკავშირი
დღიური
არასტრუქტურირებული გამოკითხვა
სლაიდები, შეფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
გონებრივი იერიშის გამოყენებით დავსვავ შეკითხვას რა იწვევს ძალადობას და გავმართავ დისკუსიას.“ვიცი, მინდა ვიცოდე“-ს გამოყენებით ვიგებ რა ინფორმაციას ფლობდნენ მოსწავლეები თემასთან დაკავშირებით პროექტის დაწყებამდე და რისი გაგება უნდათ, რა უნდათ რომ იცოდნენ. მოსწავლეების მუშაობის პროცესში გამოვიყენებ თანატოლთა უკუკავშირის ფორმას, რისი მეშვეობითაც ისინი შეაფასებენ საკუთარი ჯგუფის წევრების მუშაობას , სადაც გამოყოფენ ორ დადებით ასპექტს და მისცემენ ორ რჩევას შედეგის გასაუმჯობესებლად.მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს დღიურის სახით , სადაც ჩაიწერენ თუ რა საკითხებზე უნდა იმუშაონ, რა წინააღმდეგობები შეხვდათ საკითხზე მუშაობის დროს, დაგეგმონ სამომავლო აქტივობები.პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებ არასტრუქტურირებულ გამოკითხვას რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონს აკუთარი მოსაზრება, გაცვალონ იდეები და გააკეთონ რეფლექსია სხვა მოსწავლეების ახსნაზე. პროექტის დასრულების შემდეგ ვავსებინებ შეფასების გზამკვლევს, რისი მეშვეობითაც მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა   შეეძლოთ ინგლისურად გამართულად წერა . გრამატიკული სისწორით მეტყველება და აზრის ჩამოყალიბება. უნდა იცოდნენ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, სლაიდშოუს აწყობა.
სასწავლო პროცედურები
I სესია:
ინფორმაციის გავრცელების მიზნით შევქმნი საინფორმაციო პუბლიკაციას და დავურიგებ მოსწავლეებს. პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა გამოწვევის მიზნით დავსვამ ზოგად შეკითხვას „რა  იწვევს ძალადობას?“ გავმართავ დისკუსიას ამ საკითხზე .მოსწავლეებს დავავალებ საკუთარი მოსაზრებები ჩაინიშნონ დღიურში.“ვიცი, მინდა ვიცოდე“-ს მეთოდის გამოყენებით გავიგებ რა ინფორმაციას ფლობდნენ მოსწავლეები თემასთან დაკავშირებით პროექტის დაწყებამდე და რისი გაგება უნდათ. პროექტისთვის კლასს დავყოფ ჯგუფებად. იქნება ოთხი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში იქნება 4-5 მოსწავლე.   ვაყურებინებ თემის ამსახველ ფილმს. დავავალებ წაიკითხონ მხატვრული ჟანრის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები, სადაც აღწერილია ქალების თვალით დანახული ტრადიციები აზიის ქვეყნებში.
II სესია:
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ შეფასების რუბრიკას, რისი მეშვეობითაც პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ მუშაობას. ვინაიდან კლასში არის  განსხვავებული რელიგიის(მუსულმანური) მქონე რამოდენიმე მოსწავლე,  დავავალებ ბავშვებს  აიღონ მათგან ინტერვიუს მათი ჩვეულებებისა და ტრადიციის შესახებ და შეადარონ ქართულ(მართლმადიდებლურ) ტრადიციებს. მათ უნდა მოიძიონ ინფორმაცია გენდერული მდგომარეობის შესახებ ევროპის და აზიის ქვეყნებში და მოახდინონ შედარება .ვიყენებ არასტრუქტურირებულ გამოკითხვას.
III სესია:
მოსწავლეები მოიძიებენ სტატისტიკას ქალზე ძალადობის შესახებ საქართველოში.მონაცემებს ჩაინიშნავენ დღიურში. თემის შესაბამისად მოიძიებენ რეალურ ფაქტს. ყველა ჯგუფს დავავალებ  გაესაუბროს  ფსიქოლოგს თემაზე რა ფაქტორები იწვევს ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებას. გაიგონ  რა ასაკის მამაკაცები ხდებიან მოძალადეები.  გააკეთებენ უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერს და რეზიუმეს სახით წარუდგენენ აუდიტორიას.მოსწავლეების მუშაობის პროცესში გამოვიყენებ თანატოლთა უკუკავშირის ფორმას, რისი მეშვეობითაც ისინი შეაფასებენ საკუთარი ჯგუფის წევრების მუშაობას , სადაც გამოყოფენ ორ დადებით ასპექტს და მისცემენ ორ რჩევას შედეგის გასაუმჯობესებლად.
IV სესია:
მოსწავლეებს დავავალებ ჩაატარონ ქუჩის გამოკითხვა , სადაც  მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას  დაუსვავენ კითხვას  თემასთან დაკავშირებით და მიღებულ შედეგებს გამოსახავენ დიაგრამის სახით. გამოკითხვის შედეგებს დაამატებენ საკუთარ მოსაზრებას და გააკეთებენ დასკვნას. იმისათვის რომ გაუადვილდეთ სლაიდშოუს გაკეთება მივცემ ჩემს მიერ გაკეთებულ სლაიდშოუს შაბლონს, რაც დაეხმარება მათ სწორად მოახდინონ მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება.
V სესია:
მოსწავლეებს ვესაუბრები საავტორო უფლებების შესახებ და ვთხოვ რომ  პრეზენტაციის დროს მიუთითონ ყველა გამოყენებული წყარო. ყველა ჯგუფი შექმნის ელექტრონულ გაზეთს, სადაც წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს ესეების სახით , გააკეთებენ  ფლაერებს და გაავრცელებენ სკოლაში.მოსწავლეებს ვურიგებ „ვიცი, მინდა ვიცოდე“-ს მათ მიერ უკვე შევსებულ ფორმებს და ვავსებინებ გრაფას „ვისწავლე.
VI სესია:
ყველა ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, წარმოადგენენ სლაიდშოუს და თითოეული მათგანი ისაუბრებს სხვადასხვა საკითხებზე.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შევავსებინებ უკვე წინასწარ მიცემულ შეფასების რუბრიკას, სადაც შეაფასებენ საკუთარ თავს. პროექტის ბოლოს ისევ დავსვამ ზოგად შეკითხვას და მოვისმენ მათ აზრს. საბოლოოდ გავაკეთებ  მთლიანად პროექტის შეჯამებას.












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
შევქმნი პრეზენტაციის შაბლონს,

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავავალებ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა .ბლოგის შექმნა

ბეჭდვითი მასალები
სუადი: „ცოცხლად დამწვარი, მალალა იუსუფზაი „ მე ვარ მალალა“
ინტერნეტრესურსები











სხვა რესურსები
ფსიქოლოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი. განსხვავებული რელიგიის მქონე პირი, გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტები.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარი



პროექტის შეფასების გზამკვლევი-ძალადობა ქალზე

5
3
1
ქულა/
შინაარსი
(X 5)

გავეცანი რამოდენიმე  მხატვრულ ლიტერატურას თემის შესაბამისად .

წარმოვადგინე ინფორმაცია ევროპის და აზიის ქვეყნებში არსებულ გენდერულ მდგომარეობაზე.ნათლად გამოვსახე სხვაობა .

ავიღე ინტერვიუ განსხვავებული ეროვნების თანაკლასელისგან  მათ რელიგიაში არსებულ ტრადიციებზე და ქალის როლზე და მოვახდინე შედარება მართლმადიდებლური ქვეყნების დამოკიდებულებაზე ქალის მიმართ.
წარმოვადგინე ინფორმაცია დიაგრამის სახით ქალზე ძალადობის სტატისტიკის შესახებ საქართველოში .

წარმოვადგინე რეალური ფაქტი  ამ თემასთან დაკავშირებით  ვიდეოსთან ერთად.

გავესაუბრე ფსიქოლოგს და მისი მოსაზრება წარმოვადინე ესეს სახით  .
ჩავატარე გამოკითხვა  და შედეგები წარმოვადგინე დიაგრამის სახით.

წარმოვადგინე პრობლემის აღმოფხვრის  სხვადასხვა გზები .

წარმოვადგინე ინფორმაცია ევროპის და აზიის ქვეყნებში არსებულ გენდერულ მდგომარეობაზე.

ავიღე ინტერვიუ განსხვავებული ეროვნების თანაკლასელისგან  მათ რელიგიაში არსებულ ტრადიციებზე და ქალის როლზე და მოვახდინე შედარება მართლმადიდებლური ქვეყნების დამოკიდებულებაზე ქალის მიმართ.

მოვიძიე ინფორმაცია  ქალზე ძალადობის სტატისტიკის შესახებ საქართველოში .

წარმოვადგინე რეალური ფაქტი  ამ თემასთან დაკავშირებით  .


ჩავატარე გამოკითხვა  თემასთან დაკავშირებით.

წარმოვადგინე პრობლემის აღმოფხვრის გზა.


  წარმოვადგინე ინფორმაცია ევროპის და აზიის ქვეყნებში არსებულ გენდერულ მდგომარეობაზე.ნათლად გამოვსახე სხვაობა .


წარმოვადგინე ინფორმაცია დიაგრამის სახით ქალზე ძალადობის სტატისტიკის შესახებ საქართველოში .

გავესაუბრე ფსიქოლოგს და მისი მოსაზრება წარმოვადინე ესსეს სახით  .

ჩავატარე გამოკითხვა  და შედეგები წარმოვადგინე დიაგრამის სახით.


     
კვლევა
(x 3)
ვახორციელებთ გრძელვადიან კვლევას, ათზე მეტი წყაროს გამოყენებით, რომელთაგან ნახევარზე მეტი აბსოლუტურად განსხვავებული წყაროა.

ხუთზე მეტი წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას ვუკეთებთ დოკუმენტირებას, რათა თემაში მიმდინარე საჭიროებები გამოვავლინოთ.
ვახორციელებთ გრძელვადიან კვლევას, ათამდე წყაროს გამოყენებით.
ხუთამდე წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას ვუკეთებთ დოკუმენტირებას, რათა თემაში მიმდინარე საჭიროებები გამოვავლინოთ.
ვახორციელებთ კვლევას მინიმალურად.

წყაროებს დოკუმენტირებას არ ვუკეთებთ, წარმოდგენილი წყაროები სანდო არ არის.

პრეზენტაცია
(x 5)
აუდიტორიას ვთავაზობთ კრეატიულ, კარგად მომზადებულ, საინტერესო პრეზენტაციას.

ჯგუფის ყველა წევრი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანი წარმოგვიჩენს ცოდნას წარმოდგენილ საგანში.


ვიყენებთ ეფექტურ მასალებს და რესურსებს, რათა შესაბამის აუდიტორიასთან წარვდგეთ.

პრეზენტაციის პროცესს დეტალურად აღვწერთ და წარმოვადგენთ ანგარიშის სახით.
აუდიტორიას ვთავაზობთ კარგად მომზადებულ და საინტერესო პრეზენტაციას.

ჯგუფის წევრები არათანაბრად მონაწილეობენ. ყველა მათგანი ვერ წარმოგვიჩენს ცოდნას წარმოდგენილ საგანში.


ვიყენებთ მასალებს და რესურსებს, რათა შესაბამის აუდიტორიასთან წარვდგეთ, თუმცა პრეზენტაცია სრულყოფილი არ არის.

პრეზენტაციის პროცესს შევაჯამებთ და წარმოვადგენთ ანგარიშის სახით.
აუდიტორიას ვთავაზობთ პრეზენტაციას, თუმცა კარგად მომზადებული არ არის.


ჯგუფის წევრები მინიმაურად  მონაწილეობენ. მათი უმრავლესობა საგანში მინიმალურ ცოდნას წარმოგვიჩენს.

გარე აუდიტორიასთან პრეზენტაციას ვერ ვატარებთ.

მექანიკა
(x 5)
გრამატიკული და მართლწერის შეცდომები არ ფიქსირდება.
ფიქსირდება რამდენიმე გრამატიკული და მართლწერის შეცდომა, თუმცა ისინი შინაარის გაგებას ხელს არ უშლის.
ფიქსირდება მრავალი გრამატიკული და მართლწერის შეცდომა, რომლებიც შინაარის გაგებას ხელს უშლის.

დიზაინი და ფორმატი
(x 2)
ვქმნით ყურადღების მიმზიდველ, კრეატიულ, პროფესიონალურ მასალებს საუკეთესო საპრეზენტაციო საშუალებების გამოყენებით, აუდიტორიას ვთავაზობთ ინფორმაციას ან დახმარებას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში.  
ვირჩევთ ფორმატს, შრიფტს და ფერებს, რათა შინაარსი უფრო ეფექტურად წარმოვაჩინოთ და მეტი ზემოქმედება გამოვიწვიოთ.  
ვიყენებთ სურათებს შინაარსის განსამტკიცებლად და ზოგადად პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
ვქმნით პროფესიონალურ მასალებს საუკეთესო საპრეზენტაციო საშუალებების გამოყენებით, აუდიტორიას ვთავაზობთ ინფორმაციას ან დახმარებას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში.  
არათანმიმდევრულად ვირჩევთ ფორმატს, შრიფტს და ფერებს, თუმცა შინაარსის ერთიანობას არ ვარღვევთ.   
ვიყენებთ სურათებს შინაარსის შესაბამისად, თუმცა ისინი ზოგჯერ ყურადღების გაფანტვას იწევევს.
ჩვენს მიერ შექმნილი მასალები პრეზენტაციი, მთავარ აზრს ან თემატიკას არ შეესაბამება.

ვირჩევთ ფორმატს, შრიფტს და ფერებს ნაწილობრივ, რაც შინაარსზე ახდენს გავლენას.

სურათებს საერთოდ არ ვიყენებთ ან ჩვენს მიერ გამოყენებული ფოტოები არარელევანტურია.   

გუნდური მუშაობა
(დამატებითი ქულები)
გუნდის თითოეულ წევრთან პროდუქტიულად და პატივისცემით ვმუშაობთ.

პროექტს ვამდიდრებთ ინდივიდუალური ძალისხმევით და წვლილით.
ვმუშაობთ გუნდის თითოეულ წევრთან.


პროექტში ჩვენი წვლილი შეზღუდულია.
გუნდის წევრებთან პროდუქტიულად ვერ ვმუშაობთ.
პროექტში ჩვენი წვლილი შეზღუდული მასშტაბისაა ან საერთოდ ვერ შეგვაქვს ვერანაირი წვლილი.

ჯამი
კომენტარები:      
     

                             

No comments:

Post a Comment