2020 წლის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით.ერთ-ერთი გამოწვევაა დისტანციური სწავლება. თავიდან ცოტა შიშით შევხედე ამ ამბავს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ საჭირო იყო მისი დადებითი მხარეების მაქსიმალურად გამოყენება, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა.ვინაიდან კარანტინის დროს ქალაქიდან ვიყავით გასული რაიონში, გადავწყვიტე ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ინტეგრირება მომეხდინა გაკვეთილებში. ამიტომ გადავიღე რამოდენიმე სასწავლო ვიდეო სხვადასხვა თემაზე. ამ ვიდეოს ვუგზავნიდი ნიმუშად მოსწავლეებს და ისინიც იღებდნენ მსგავსი ტიპის ვიდეოებს. ეს პროცესი ძალიან სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა.
No comments:
Post a Comment