ქველმოქმედება

 2020 წელი. საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს უდიდეს ნაწილში კორონა ვირუსი მძვინვარებს. ამ პანდემიის გამო უსახსროდ დარჩა ძალიან ბევრი ოჯახი. გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ამ ადამიანების დახმარების საქმეში. კოლეგებთან ერთად შევაგროვეთ თანხა და შევიძინეთ პროდუქტი , შემდეგ კი ეს ყველაფერი გადავეცით ორგანიზაციას, რომელიც ამ ყველაფრის ადრესატებამდე მიტანას ახორციელებს.



2016 წლის დეკემბერში ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლემ სალომე სამხარაძემ შემოგვთავაზა საახალწლოდ სკოლაში ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო აქცია მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.მეც და მთელი კლასიც სიამოვნებით დავთანხმდით და შევუდექით აქციის ორგანიზებას. სკოლის მასშტაბით შევაგროვეთ ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. აქციაში ჩაერთვნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. შეგროვებული ნივთები დავახარისხეთ ყუთებში და წავიღეთ მსოფლიო ბანკის ორგანიზაციაში, რომელთა დახმარებით ეს ნივთები გაიგზავნა ბავშვთა სახლში.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს აქტიურობისთვის. სალომეს კი დირექციის სახელით გადაეცა სიგელი საქველმოქმედო აქციის ორგანიზებისთვის. 









No comments:

Post a Comment