დამრიგებლის პორტფოლიო

                               


2021/2022 სასწავლო წლის ბოლოს ჩემი კლასი წავიყვანე ექსკურსიაზე წინანდალში.







2020 წლის კორონა პანდემიამ ყველას დაგვანახა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა  ყველაზე მთავარია. გადავწყვიტე ჩემს მოსწავლეებთან მემუშავა ამ საკითხზე და ჩაგვეწერა ვიდეო მიმართვა სახელწოდებით "დარჩი სახლში". ამით კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ თანამოქალაქეებს დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.       
 


2019 და 2020 წლების დადგომას დიდი სიხარულით ველოდით. კლასში ვითამაშეთ საიდუმლო სანტა, სადაც ბავშვებმა ერთმანეთი დაასაჩუქრეს და ამით წინასწარ მიულოცეს დამდეგი ახალი წელი.





                       

2018-2019 წლებში ჩემს სადამრიგებლო კლასთან ერთად ვეწვიეთ სხვადასხვა საინტერესო ადგილებს,მოვინახულეთ მუზეუმები, უნივერსიტეტები, საწარმოები. 
  • ექსკურსია მაკდონალდსის სამზარეულოში
  • ექსკურსია წვენების საწარმოში"კამპა"
  • ექსკურსია ხელოვნების მუზეუმში
  • ექსკურსია თავისუფალ უნივერსიტეტში
  • სტუმრად კინოთეატრ კავეაში
  • სტუმრად მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
  • ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში



























2018 წლიდან მყავს ახალი სადამრიგებლო კლასი. დიდი სიყვარულით დავემშვიდობე ჩემს უკვე სტუდენტ  ყოფილ მოსწავლეებს და ახალი ენერგიით და იდეებით დავიწყე ახალი სასწავლო წელი 17 მეხუთე კლასელთან.










                                                      ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ჩემს სადამრიგებლო 11-ე კლასში ჩავატარე სატელევიზიო შოუს ანალოგი ღონისძიება "ექიმები", სადაც თემა იყო დაუნის სინდრომი. ამ ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.ასევე ღონისძიებამდე ორი კვირით ადრე  კლასის რამოდენიმე მოსწავლესთან ერთად ვესტუმრე ორგანიზაციას "მზის შვილები", სადაც გავიცანით ამ სინდრომის მქონე ბავშვები, ვეთამაშეთ და ერთი დღე ხალისიანად გავატარეთ.
                                                  სტუმრად "მზის შვილებში"











                                                               შოუ "ექიმები"














                              ერთად გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა


   ჩემს სადამრიგებლო მე-11 კლასთან ერთად გადავწყვიტე სკოლის მასშტაბით ჩაგვეტარებინა აქცია სკოლის ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად. მოსწავლეთა წახალისების მიზნით გადავწყვიტეთ ყველა მოსწავლესთვის   რომელიც ჩააბარებდა ერთ წიგნს მაინც გადაგვეცა " ბიბლიოთეკის საპატიო კლუბის წევრის " სიგელი.ეს აქცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საკმაოდ ბევრი საინტერესო და სასარგებლო  წიგნი შევმატეთ ჩვენს ბიბლიოთეკას.

















                                           სადამრიგებლო  საათის  ფუნქცია
 
   სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის  დრო თავის აღსაზრდელებთან .დამრიგებლის მიზანია  მოსწავლეთა  პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის , მოქალაქეობრივი  ცნობიერების  ჩამოყალიბება . სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის , სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში ;


                                  
                                                    სადამრიგებლო პროგრამა
                                                                 X კლასი
                                                 სადამრიგებლო საათის თემები:

თემები
შესრულების დრო
აღწერა
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

სექტემბერი
ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა, სიახლეები გაცნობა
2
რას ნიშნავს იყო მეათეკლასელი
სექტემბერი
მოსწავლეები ისაუბრებენ პასუხისმგებლობასა და სამომავლო გეგმებზე
3
რას ნიშნავს იყო წარმატებული

ოქტომბერი
დაასახელებენ წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ თვისებებს და აქტივობებს
4
გენდერული თანასწორობა

ოქტომბერი
გამოთქვამენ აზრს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.
5
როგორ მესმის ჩაცმის კულტურა

ნოემბერი
აღწერენ ჩაცმის სტილს სხვადასხვა ადგილების სტუმრობის დროს.
6
როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა

ნოემბერი
რა საშუალებები არსებობს ჰიგიენის დასაცავად
7
დავიცვათ ადამიანთა უფლებები

დეკემბერი
გავაცნობ ვენის კონვენციას
8
სუფრასთან ქცევის კულტურა

დეკემბერი
სუფრის ეტიკეტის გაცნობა
9
ვიცნობთ თუ არა საკუთარ თავს

იანვარი
რა ვიცით საკუთარი თავის შესახებ, რა მოგვწონს და რას შევცვლიდით
10
რა არის სიყვარული

თებერვალი
რას ნიშნავს სიყვარული და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა საყვარელი ადამიანებისთვის
11
ჩემი მეგობრები ჩემი იმედი

თებერვალი
მეგობრობა, უნარი თუ აუცილებლობა
12
ქალთა დღეები

მარტი
8 მარტის ისტორია, დედის დღე
13
უნარშეზღუდული ბავშვები და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ
მარტი
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
14
ჯანსაღი ცხოვრები წესი

აპრილი
რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჯანმრთელები ვიყოთ
15
საზოგადოებაში ქცევის წესები


აპრილი
როგორ მოვიქცეთ ტრანსპორტში, თეატრში,კინოში
16
ხელების ჰიგიენა

მაისი
გაეცნობიან  ხელების დაბანვის ისტორიას და მის აუცილებლობას ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით
17
არა-ნარკოტიკებს

მაისი
სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების უარყოფითი მხარეების განხილვა
18
დავიცვათ გარემო

ივნისი
როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან





                             წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები

დასახელება
შესრულების დრო
აღწერა
1
ექსკურსია გარდენიაში
სექტემბერი
ბავშვები ეწვევიან ყვავილების და მცენარეების ბაღებს
2
ექსკურსია უფლისციხეში

ოქტომბერი
ისტორიის პედაგოგთან ერთად  მოვინახულებთ უფლისციხეს
3
ექსკურსია სპორტის მუზეუმში
ოქტომბერი
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი სპორტსმენების მიღწევებს.
4
პრეზენტაცია „როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო მაგიდა და მოვემზადოთ სტუმრების მისაღებად“.
ნოემბერი
მოსწავლეები გააკეთებენ პატარა თეატრალიზებულ ჩვენებას სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით
5
გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა
ნოემბერი
მოსწავლეები შეაგროვებენ მაკულატურას,ჩააბარებენ და მასში აღებული ქულებით შეიძენენ ახალ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკისთვის.
6
ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსი
დეკემბერი
დავავალებ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი ფანტაზიით გაკეთებული ორიგინალური ნაძვისხეები
7
ექსკურსია ქარხანა“ ბარამბოში“
თებერვალი
როგორ კეთდება შოკოლადი და ნაყინი? პასუხს მივიღებთ „ბარამბოს“ ქარხანაში
8
შოუ „ექიმები“
მარტი
სატელევიზიო შოუს ანალოგი, მთავარი თემა დაუნის სინდრომი
9
მხიარული სტარტები
აპრილი
კლასი შეეჯიბრება სხვა კლასს სპორტულ თამაშობეემბერშიტბში.
10
სასწავლო ექსკურსია ქალაქგარეთ
მაისი
მოვინახულებთ საქართველოს კიდევ ერთ ლამაზ მხარეს
11
სკოლის ეზოს დასუფთავება
ივნისი
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით მოვაწყობთ შაბათობას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

  •                       ექსკურსია გარდენიაში

  • სექტემბერში ვეწვიეთ თბილისში გაშენებულ ულამაზეს სანერგე მეურნეუბას გარდენიას, დავათვალიერეთ იქ არსებული სხვადასხვა სახის და ჯიშის მცენარეები .ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ  ნანახით.

                                              
  • ექსკურსიის მარშრუტი
    გარდენია

    ხანგრძლივობა
    1 დღე

    სწავლების საფეხური
    საშუალო საფეხური

    მოსწავლეთა რაოდენობა
    9 მოსწავლე

    ექსკურსიის მნიშვნელობა
    ექსკურსიას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების განვითარებისთვის. ისინი იღებენ ინფორმაციას მათთვის უცნობ ადგილებზე,ადამიანებზე, ფაქტებსა თუ მოვლენებზე.

    ექსკურსიის მიზანი
    1.თბილისში არსებული ულამაზესი სანერგე ბაღის დათვალიერება.
    2. მებაღეობის კულტურასთან გაცნობა.
    3. ბაღის დეკორაციის და მცენარეთა მოვლის საშუალებების ნახვა.
    4. მოსწავლეებში ესთეტიური გემოვნების ამაღლება
    5.მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის უფრო კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება

    ექსკურსიის მსვლელობა

    1. 15.00 - შეკრება სკოლასთან
    2.  15.15-ტრანსპორტის გასვლა
    3. 16.00- გარდენიაში შესვლა
    4.18.30-  წახემსება
    5.19.00-დაბრუნება სახლში


    შედეგი
    მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის გაღვივება


                                      






ექსკურსია მცხეთასა და უფლისციხეში

  • ოქტომბრის თვეში ისტორიის პედაგოგთან ერთად მოვინახულეთ კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე


  • ექსკურსიის მარშრუტი
    მცხეთა-უფლისციხე

    ხანგრძლივობა
    1 დღე

    სწავლების საფეხური
    საშუალო საფეხური

    მოსწავლეთა რაოდენობა
     16 მოსწავლე

    ექსკურსიის მნიშვნელობა
    ექსკურსიას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების განვითარებისთვის. ისინი იღებენ ინფორმაციას მათთვის უცნობ ადგილებზე,ადამიანებზე, ფაქტებსა თუ მოვლენებზე.

    ექსკურსიის მიზანი
    1.ძველი ქართული ეკლესია მონასტრების ნახვა .
    2. მართლმადიდებლური ტაძრების  არქიტექტურის გაცნობა
    3. სვეტიცხოვლის აგების ისტორიის გაგება .
    4.კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქის დათვალიერება.
    5. მოსწავლეებში ქართული ისტორიის და კულტურის შეყვარება
    6. მოსწავლეებს შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარება

    ექსკურსიის მსვლელობა

    1. 10.00 - შეკრება სკოლასთან
    2.  10.15-ტრანსპორტის გასვლა
    3. 11.00- სვეტიცხოვლის ნახვა
    4.12.30-  დედათა მონასტრის მონახულება
    5.2.00-უფლისციხეში შესვლა
    6.4.00-სადილი
    7. 8.00-დაბრუნება სახლში


    შედეგი
    საქართველოს ისტორიის უკეთ გაცნობა და სამომავლოდ სხვა ადგილების მონახულების სურვილი.


                                                   ექსკურსიის შეფასების კითხვარი
    კრიტერიუმები

    კი
    არა
    1.იყო თუ არა ექსკურსია საინტერესო



    2. მივიღე ინფორმაცია ჩემთვის უცნობ თემებზე



    3.მოვინახულე ჩემთვის აქამდე უცნობი ადგილები



    4.კლასი იყო მეგობრული



    5. ჩემი ყოფაქცევა იყო კარგი



    6.ვისმენდი და ვითვალისწინებდი მასწავლებლის მითითებებს.



    7.ექსკურსიის მარშრუტი კარგად იყო დაგეგმილი





    კომენტარი   ------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------




    სახელი და გვარი-------------------------------------------------------







ჭადრაკის ტურნირი

ნოემბერში ჩვენი კლასის მოსწავლის ამირან თაბუაშვილის და სპორტის პედაგოგის გიორგი კობახიძის ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს 5-12 კლასების მოსწავლეებმა.გამარჯვებული გახდა 9 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ქაჩიბაია, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ორგანიზატორმა ამირან თაბუაშვილმა.მასვე გადაეცა სიგელი დირექციისგან ჭადრაკის ტურნირის ორგანიზებისთვის.





ექსკურსია "ბარამბოში"

  • დეკემბრის თვეში ვესტუმრეთ ნატახტარში არსებულ "ბარამბოს"ქარხანას. მოსწავლეებს ყოველთვის აინტერესებდათ როგორ კეთდება შოკოლადი.ძალიან საინტერესო ,გემრიელი და შემეცნებითი ექსკურსია გამოგვივიდა.ქარხნის დათვალიერების შემდეგ ბავშვები დასაჩუქრდნენ ბარამბოს ტკბილეულით.



ექსკურსიის მარშრუტი
ქარხანა „ბარამბო“

ხანგრძლივობა
1 დღე

სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური

მოსწავლეთა რაოდენობა
 20 მოსწავლე

ექსკურსიის მნიშვნელობა
თანამედროვე წარმოების გაცნობა.

ექსკურსიის მიზანი
1. საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ქარხნის დათვალიერება
2. თანამედროვე ტექნოლოგიების ნახვა
3. ტკბილეულის წარმოების პროცესის ნახვა

ექსკურსიის მსვლელობა

1. 12.20. - შეკრება სკოლასთან
2.  12.30-ტრანსპორტის გასვლა
3. 1.00- ქარხანაში შესვლა
4 .2.30-  სახლში დაბრუნება


შედეგის
საქართველოში დამზადებული პროდუქციის ხარისხის ნახვა.  საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილის გაღვივება მოსწავლეებში.











ათოსნები

ჩემს კლასში არის ოთხი  გოგონა, რომლებმაც უმაღლესი ქულებით დახურეს 9 კლასი. ესენი არიან:
  •  ლიზი ბოძაშვილი
  • სოფიო ერქომაიშვილი
  • თამარ შონია 
  • ნიგარ გუსეინოვა
ათოსნებმა მიიღეს საჩუქრად ლეპტობი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან . 






წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც!



secret santa

ახალი წლის მოსვლას სასიამოვნო განწყობით ველოდებით. ბავშვებმა გადაწყვიტეს კლასში ეთამაშათ უკვე კარგად ცნობილი საახალწლო   თამაში "საიდუმლო სანტა". მეც სიამოვნებით ჩავერთე და ხალისით ვადევნებდი თვალს როგორ მოუთმენლად და ემოციურად ელოდებოდნენ საჩუქრებს საიდუმლო სანტასგან.











გილოცავთ ახალ 2016 წელს. 





           

No comments:

Post a Comment